Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები 4(02), 2022 71 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 4 Issue 2, 2022 https://doi.org/10.52340/gs.2022.04.02.05 მაქსიმალური დატვირთვის რეჟიმში სადენთა განივკვეთის ოპტიმალური ფართობის შერჩევით ღია განშტოებული გამანაწილებელი ელექტრული ქსელის რეჟიმის პარამეტრთა რეგულირება ლაშა მაჭავარიანი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტი. სადოქტორო პროგრამის, საინჟინრო ტექნოლოგიები და სისტემები, დოქტორანტი რეზიუმე. ნაშრომში წარმოდგენილია ქ. ქუთაისის 6კვ ძაბვის ღია განშტოებული გამანაწილებელი ელექტრული ქსელის მაქსიმალური დატვირთვის რეჟიმის გამოკვლევის შედეგები. კერძოდ: განსაზღვრულია ქსელის, როგორც 6 ისე 0,38კვ ძაბვის კვანძებში ძაბვის მუშა მნიშვნელობები. შედეგად გამოთვლილია ქსელის ყველა კვანძში ძაბვის გადახრა და დადგენილია პრობლემური კვანძები. ასევე განსაზღვრულია ქსელის უბანთა რეჟიმის პარამეტრები და მის საფუძველზე მიღებულია ქსელში აქტიური და რეაქტიული სიმძლავრის ჯამური დანაკარგები. შეფასებულია ქსელის მუშაობის ეფექტურობა მარგი ქმედების კოეფიციენტის საშუალებით. ყოველივე ამის ანალიზის საფუძველზე გაკეთებულია რიგი დასკვნები და დასმულია ამოცანა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ქსელის იმ კრიტერიუმების შესრულება, რომელსაც ის უნდა აკმაყოფილებდეს ნორმალურ დამყარებულ რეჟიმში. კერძოდ: დატვირთვის კვანძებში მიწოდებული ძაბვის მაღალი ხარისხი და მუშაობა სიმძლავრეთა მცირე დანაკარგებით. ქსელის თავისებურების საფუძველზე { ∆𝑈მაქს ≤ ∆𝑈დასაშ 𝐹ე.გ.ხ ⟹ 𝑚𝑖𝑛 პირობით გამოთვლილია მაგისტრალურ უბნებზე სადენთა განივკვეთის ოპტიმალური ფართობი და ანგარიშებით დასაბუთებულია ამ ღონისძიების მართებულობა. ნაშრომში წარმოდგენილი ქსელის რეჟიმის პარამეტრების საანგარიშოდ გამოყენებულია საინჟინრო კომპიუტერული პროგრამა “NEPLAN”. საკვანძო სიტყვები: მუშა ძაბვა, ძაბვის გადახრა, სიმძლავრის დანაკარგი, განივკვეთის ფართობი, ოპტიმალური. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები 4(02), 2022 72 შესავალი. ნებისმიერი ძაბვისა და დანიშნულების ელექტრული ქსელი ნორმალურ დამყარებულ რეჟიმში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ-ეკონომიკური ხასიათის მოთხოვნებს: მომხმარებელთა ელექტრომომარაგება უნდა იყოს საიმედო, ელექტრომიმღებები უნდა იკვებებოდნენ მაღალი ხარისხის ელექტროენერგიით და ქსელი უნდა მუშაობდეს როგორც აქტიურ, ისე რეაქტიულ სიმძლავრეთა მცირე დანაკარგებით, ანუ ეკონომიურად[5]. აქედან გამომდინარე, ელექტრული ქსელების ექსპლუატაციისას საჭიროა ჩატარდეს შესაბამისი ტექნიკურ–ეკონომიკური ხასიათის გაანგარიშებები სიმძლავრისა და ენერგიის დანაკარგების დადგენის მიზნით და ასევე ძაბვის ვარდნისა და დანაკარგების შეფასების თვალსაზრისით, რათა დადგინდეს და შემდგომი ანალიზის საფუძველზე შეფასდეს მისი ელექტრომაგნიტური მდგომარეობა[6]. შედეგად დაისმება იმ დამატებითი ღონისძიების ან ღონისძიებათა ჯგუფის გატარების საკითხი, რომელიც უზრუნველყოფს მისადმი წაყენებული მოთხოვნების შესრულებას. თავის მხრივ ქსელის ელექტრომაგნიტური მდგომარეობა დამოკიდებულია დატვირთვის რეჟიმზე და ქსელის ელექტრულ პარამეტრებზე, ამიტომ ქსელთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქსელის ზღვრული, მაქსიმალური დატვირთვის რეჟიმის გამოკვლევას[7]. სამუშაოს მიზანი. სამუშაოს მიზანს წარმოადგენს ქ. ქუთაისის გამანაწილებელი ქსელის, 35/6 კვ ძაბვის ქვესადგურის, ღია განშტოებული ელექტრული ქსელის მაქსიმალური დატვირთვის რეჟიმის პარამეტრთა ანგარიში. მათი შემდგომი ანალიზის საფუძველზე მაგისტრალურ უბნებზე სადენთა განივკვეთის ოპტიმალური ფართობის შერჩევა და ქსელის ახალი ელექტრული პარამეტრებით მაქსიმალური დატვირთვის რეჟიმის განმეორებითი ანგარიში. მაქსიმალური დატვირთვის რეჟიმში 35/6 კვ ძაბვის ქვესადგურის, ღია განშტოებული ელექტრული ქსელის რეჟიმის პარამეტრთა ოპტიმალური რეგულირება სურ.1-ზე მოცემულია 6 კვ ძაბვის ღია განშტოებული გამანაწილებელი ელექტრული ქსელის ცალხაზოვანი სქემა, ხოლო სურ.2-ზე ქსელის საანგარიშო ჩანაცვლების სქემა მაქსიმალური დატვირთვის რეჟიმში. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები 4(02), 2022 73 სურ.1. 6 კვ ძაბვის ღია განშტოებული გამანაწილებელი ელექტრული ქსელის ცალხაზოვანი სქემა Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები 4(02), 2022 74 სურ.2-ის საფუძველზე ჩატარებულია ქსელის მაქსიმალური დატვირთვის რეჟიმის პარამეტრთა ანგარიში, რომლის შედეგები წარმოდგენილია ცხრილების სახით(ცხრილი1; ცხრილი2; ცხრილი3). უნდა აღინიშნოს, რომ 6/0.38 კვ ძაბვის სატრანსფორმატორო ქვესადგურთა მაქსიმალური დატვირთვის რეჟიმის პარამეტრები გამოთვლილია ქსელის საანგარიშო ჩანაცვლების სქემის საფუძველზე მიღებულ, მათი 6კვ ძაბვის სალტეებზე ძაბვის მუშა მნიშვნელობით. სურ.2. ქსელის საანგარიშო ჩანაცვლების სქემა მაქსიმალური დატვირთვის რეჟიმში Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები 4(02), 2022 75 𝑼 კვ 𝑼° 𝑼% კვ-0 6,54 0,0 109 კვ-1 6,40 0,14 106,74 კვ-2 6,31 0,22 105,10 კვ-3 6,28 0,24 104,73 კვ-4 6,27 0,25 104,52 კვ-5 6,27 0,25 104,52 კვ-6 6,26 0,25 104,41 კვ-7 5,88 0,57 97,96 კვ-8 5,87 0,57 97,82 კვ-9 5,85 0,59 97,53 კვ-10 5,85 0,59 97,53 კვ-11 5,79 0,64 96,57 კვ-12 5,74 0,69 95,59 კვ-13 5,78 0,65 96,41 კვ-14 5,79 0,64 96,49 ქსელის უბანი 𝑺𝟏კვა 𝑷𝟏კვტ 𝑸𝟏კვარ 𝑺𝟐კვა 𝑷𝟐კვტ 𝑸𝟐კვარ �̇� ა ∆𝑷კვტ ∆𝑸კვარ 𝟎 ↔ 𝟏 1623,3 1316,3 949,9 1622,7 1275 925,1 142 41,3 24,9 𝟏 ↔ 𝟐 1292,6 1047 758,1 1272,8 1029,9 747,8 116,5 17,1 10,3 𝟐 ↔ 𝟑 469,7 378,9 277,4 468 377,5 276,6 43 1,44 0,87 𝟑 ↔ 𝟒 185,4 149,5 109,6 185 149,2 109,4 17 0,31 0,19 𝟒 ↔ 𝟓 71,2 57,5 42 71,18 57,48 41,99 6,6 0,02 0,01 𝟒 ↔ 𝟔 113,78 91,7 67,36 113,66 91,6 67,3 10,5 0,1 0,06 𝟐 ↔ 𝟕 803,1 651 470,3 748,5 604,1 442 73,5 46,91 28,29 𝟕 ↔ 𝟖 113,82 91,73 67,38 113,7 91,6 67,3 11,2 0,14 0,1 𝟕 ↔ 𝟗 634,6 512,3 374,6 631,9 509,9 373,2 62,3 2,4 1,4 𝟗 ↔ 𝟏𝟎 113,7 91,62 67,32 113,66 91,6 67,3 11,2 0,03 0,02 𝟗 ↔ 𝟏𝟏 518,2 418,31 305,9 513,2 414 303,2 51,1 4,40 2,65 𝟏𝟏 ↔ 𝟏𝟐 285,5 230,48 168,5 282,6 228 167 28,4 2,48 1,49 𝟏𝟏 ↔ 𝟏𝟑 113,8 91,76 67,39 113,66 91,6 67,3 11,3 0,16 0,1 𝟏𝟏 ↔ 𝟏𝟒 113,7 91,67 67,34 113,6 91,6 67,3 11,3 0,08 0,05 ქსელი 6კვ ძაბვის კვანძებში ძაბვის მუშა მნიშვნელობები მაქსიმალური დატვირთვის რეჟიმში „ცხრილი 1“ ქსელის უბანთა რეჟიმის პარამეტრები მაქსიმალური დატვირთვისას „ცხრილი 2“ Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები 4(02), 2022 76 ცხრილში 4 წარმოდგენილია ქსელში აქტიური და რეაქტიული სიმძლავრის ჯამური დანაკარგები. აქ ასევე მოცემულია ქსელის მუშაობის დამახასიათებელი სხვა ენერგეტიკული პარამეტრებიც, რომელთა დახმარებით დადგენილია ქსელის მარგი ქმედების კოეფიციენტი. ცხრილი 3 აჩვენებს, რომ მაქსიმალური დატვირთვის რეჟიმში ქსელის ხუთ კვანძში, კვანძები: 8; 10; 12; 13; 14, მიერთებულ 6/0.38კვ ძაბვის სატრანსფორმატორო ქვესადგურთა დაბალი ძაბვის სალტეზე, ძაბვის გადახრა აღემატება ±5%-ს, რაც მიგვითითებს, რომ მაქსიმალური დატვირთვის რეჟიმში ქსელის უბნებზე, განსაკუთრებით 0 ÷ 12 მაგისტრალურ უბნებზე, ძაბვის დანაკარგი დიდია. ამასთან, თითოეულ უბანზე ძაბვის დანაკარგის 2 3⁄ სადენთა აქტიური წინაღობითაა გამოწვეული. გარდა ამისა, 0 ÷ 12 მაგისტრალის ჯამური განფენილობის სიგრძე, მოცემული ძაბვის ქსელისათვის, მნიშვნელოვან სიდიდეს აღწევს(8.9კმ). შესაბამისად, ცხადია, რომ 0 ÷ 12 მაგისტრალურ უბნებზე, გამოყენებული სადენთა განივკვეთის ფართობი, მაქსიმალური დატვირთვის რეჟიმში, ვერ უზრუნველყოფს ქსელის რიგ კვანძებში ძაბვის სასურველ სიდიდემდე რეგულირებას და საჭიროებს კორექტირებას. ქსელის მეორე მაგისტრალზე, უბნები: სატრანსფორმატორო ქვესადგური 𝑼მ (კვ) 𝑼დ კვ /𝑼დ % ПБВ-ს საფეხური სიმძლავრის დანაკარგი ∆𝑺(კვტ) TM400/6(კვანძი1) 6,40 0,396/104,47 0 3,54 + 𝑗16,17 = 16,55∠77,65° TM400/6(კვანძი3) 6,28 0,389/102,35 0 3,61 + 𝑗16,14 = 16,54∠77,39° TM400/6(კვანძი12) 5,74 0,353/92,79 0 3,85 + 𝑗15,86 = 16,32∠76,36° TM100/6(კვანძი5) 6,27 0,387/102,06 0 1,27 + 𝑗4,34 = 4,51∠73,65° TM160/6(კვანძი6) 6,26 0,386/101,69 0 1,81 + 𝑗7,1 = 7,33∠75,70° TM160/6(კვანძი8) 5,87 0,361/94,84 0 1,92 + 𝑗7,01 = 7,27∠74,60° TM160/6(კვანძი10) 5,85 0,359/94,5 0 1,93 + 𝑗7,01 = 7,27∠74,60° TM160/6(კვანძი13) 5,78 0,354/93,3 0 1,94 + 𝑗6,97 = 7,23∠74,45° TM160/6(კვანძი14) 5,79 0,354/93,3 0 1,94 + 𝑗6,97 = 7,23∠74,45° ∆𝑷ე.გ.ხ ∑ კვტ ∆𝑷ტ ∑კვტ 𝑷დატვ 𝜮 კვტ 𝑸დატვ 𝜮 კვარ 𝑷იმპ კვტ 𝑸იმპ კვარ ∆𝑸ტ ∑ კვარ ∆𝑸ე.გ.ხ ∑ კვარ 𝜼 მ. ქ. კ 116,83 21,8 1176,5 788,3 1316,33 949,96 87,57 70,46 0,89 სატრანსფორმატორო ქვესადგურთა რეჟიმის პარამეტრები მაქსიმალური დატვირთვისას „ცხრილი 3“ ქსელის მუშაობის ეფექტურობის მაჩვენებელი ენერგეტიკული პარამეტრები მაქსიმალური დატვირთვის რეჟიმში „ცხრილი 4“ Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები 4(02), 2022 77 2↔3;3↔4;4↔6 ძაბვის დანაკარგი მცირეა და 1;3;5;6 კვანძებში დადგმულ 6 0.38კვ⁄ ძაბვის სატრანსფორმატორო ქვესადგურთა დაბალი ძაბვის სალტეზე ძაბვის გადახრა არ ცდება ±5%-ს, შესაბამისად ქსელის ამ უბნებზე სადენთა განივკვეთის ფართობის გაზრდის ღონისძიება არ განიხილება. ამრიგად, გამართლებულია დაისვას ქსელის 0 ÷ 12 მაგისტრალურ უბნებზე სადენთა განივკვეთის ფართობის შერჩევის საკითხი შემდეგი ფორმით: სადენთა განივკვეთის ფართობის შერჩევა ძაბვის დასაშვები დანაკარგისა და გამტარი მასალის მინიმალური ხარჯით, ანუ მიზნის ფუნქცია ჩაიწერება შემდეგი ფორმით[1]: { ∆𝑈მაქს ≤ ∆𝑈დასაშ 𝐹ე.გ.ხ ⟹ 𝑚𝑖𝑛 რადგან ქსელის რიგ უბნებზე სადენთა განივკვეთის ფართობი არ შეესაბამება ამ უბანთა მაქსიმალურ დატვირთვას, ბუნებრივია, რომ ქსელი იმუშავებს სიმძლავრეთა დიდი დანაკარგით. შესაბამისად, ადგილი აქვს ქსელის არაეკონომიურ მუშაობას, რაც დაამტკიცა ანგარიშებმა, 𝜂 = 0.89. თანაც მაქსიმალური დატვირთვის რეჟიმში, ქსელის ელექტროგადამცემ ხაზებში სრული სიმძლავრის ჯამური დანაკარგის ვექტორი ნამდვილ რიცხვთა ღერძიდან დაძრულია 31°-ით ∆𝑆ე.გ.ხ 𝛴 = 116.83 + 𝑗70.46 = 136.43∠31, რაც კიდევ უფრო ამყარებს დასმული ამოცანის მართებულობას. ქსელის 0 ÷ 12 მაგისტრალურ უბნებზე სადენთა განივკვეთის ოპტიმალური ფართობის შესარჩევად განვსაზღვროთ ძაბვის დანაკარგი 0 ÷ 12 მაგისტრალური უბნების აქტიურ და რეაქტიულ წინაღობებში: ∆UR 0−1 = 0,137კვ ∆UX 0−1 = 0,062კვ ∆UR 1−2 = 0,069კვ ∆UX 1−2 = 0,031კვ ∆𝑈𝑅 2−7 = 0,3კვ ∆𝑈𝑋 2−7 = 0,135კვ ∆UR 7−9 = 0,017კვ ∆UX 7−9 = 0,009კვ ∆UR 9−11 = 0,04კვ ∆UX 9−11 = 0,017კვ ∆UR 11−12 = 0,04კვ ∆UX 11−12 = 0,02კვ ∆UR ∑ = 0,603კვ ∆UX ∑ = 0,274კვ მოცემული ქსელისათვის ∆UR დასაშ გამოვთვალოთ ∆UX ∑ − ის საფუძველზე. ∆𝑈𝑅 დასაშ = ∆𝑈დასაშ − ∆𝑈𝑋 ∑ = 0,6 − 0,274 = 0,326კვ მოცემულ შემთხვევაში ∆Uდასაშ = 0,1Uნომ , რადგან ∆UX ∑ გამოთვლილია არა კვანძური ძაბვების ნომინალური, არამედ ფაქტიური მნიშვნელობებით. სადენთა გამტარი მასალის ხარჯის კოეფიციენტი განვსაზღვროთ ფორმულით[2]: 𝑘 = ∑ (𝐿𝑖𝑗√𝑃𝑖𝑗)𝑛 𝑖𝑗=1 𝛾∆𝑈𝑅 დასაშ 𝑈ნომ ∙ 103 გამოსახულებიდან ჩანს, რომ 𝑘 − ს გამოსათვლელად აუცილებელია დადგინდეს 𝐿𝑖𝑗√𝑃𝑖𝑗 თითოეული უბნისათვის. 𝐿0−1√𝑃0−1 = 1,191 𝐿1−2√𝑃1−2 = 0,657 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები 4(02), 2022 78 𝐿2−7√𝑃2−7 = 3,472 𝐿7−9√𝑃7−9 = 0,226 𝐿9−11√𝑃9−11 = 0,559 𝐿11−12√𝑃11−12 = 0,752 ∑(𝐿𝑖𝑗√𝑃𝑖𝑗) 𝑛 𝑖𝑗=1 = 6,857 შედეგად, 𝑘 = (6,857 32 ∙ 0,326 ∙ 6) ∙ 103 = 110⁄ ქსელის 0 ÷ 12 მაგისტრალურ უბნებზე სადენთა განივკვეთის ოპტიმალური ფართობი განვსაზღვროთ ფორმულით[3]: 𝐹𝑖𝑗 = 𝑘√𝑃𝑖𝑗 მმ2 მიღებული შედეგები დამრგვალდება უახლოეს სტანდარტულ განივკვეთამდე. ამრიგად, 𝐹0−1 = 110 ∙ √1,28663 = 124,77 [120მმ 2] 𝐹1−2 = 110 ∙ √1,03928 = 112,14 [120მმ 2] 𝐹2−7 = 110 ∙ √0,60866 = 85,82 [95მმ 2] 𝐹7−9 = 110 ∙ √0,51379 = 78,85 [70მმ 2] 𝐹9−11 = 110 ∙ √0,41692 = 71,03 [70მმ 2] 𝐹11−12 = 110 ∙ √0,2296 = 52,71 [50მმ 2] ანგარიშებით შერჩეული სადენთა განივკვეთის ოპტიმალური ფართობები უნდა გადამოწმდეს მაქსიმალურად დასაშვები დენით, რისთვისაც ჩატარდება ქსელის მაქსიმალური დატვირთვის რეჟიმის პარამეტრთა ანგარიში შესაბამის უბნებზე სადენთა განივკვეთის ფართობის გაზრდის პირობებში. აქვე დადგინდება სრულდება თუ არა ∆𝑈მაქს ≤ ∆𝑈დასაშ პირობა და მის საფუძველზე შეფასდება განხორციელებული ღონისძიების მართებულობა[4]. სურ.3-ზე წარმოდგენილია ქსელის განახლებული საანგარიშო სქემა, რომლის რეჟიმის პარამეტრები წინა შემთხვევის მსგავსად ნაპოვნია „NEPLAN”-ის გამოყენებით და მოცემულია ცხრილებში(ცხრილი 5; ცხრილი 6; ცხრილი 7; ცხრილი 8). ანგარიშებმა აჩვენა, რომ ქსელის 0 ÷ 12 მაგისტრალურ უბნებზე სადენთა განივკვეთის ფართობის გაზრდამ მაქსიმალური დატვირთვის რეჟიმში მნიშვნელოვნად აამაღლა ქსელის კვანძებში მიწოდებული ძაბვის ხარისხი, კერძოდ მე-12 კვანძში სატრანსფორმატორო ქვესადგურის 0,38კვ ძაბვის სალტეზე ძაბვის მუშა მნიშვნელობა გაიზარდა 3,54%-ით და გახდა 96,33%-ის ტოლი. მე-13 და მე-14 კვანძებში სატრანსფორმატორო ქვესადგურების 0,38კვ ძაბვის სალტეზე ძაბვის მუშა მნიშვნელობები გაიზარდა 3,5 და 3,6 პროცენტით და მივიღეთ: 𝑈13 დ = 96,79%; 𝑈14 დ = 96,88%. მე-10 და მე-8 კვანძებში კი სატრანსფორმატორო ქვესადგურების 0,38კვ ძაბვის სალტეზე ძაბვის მუშა მნიშვნელობები გაიზარდა 3,2 და 3,1 პროცენტით, შედეგად მივიღეთ 𝑈10 დ = 97,69%; 𝑈8 დ = 97,91%. ამრიგად, მაქსიმალური დატვირთვის რეჟიმში ქსელის 0,38 კვ ძაბვის კვანძებში ძაბვის პრობლემები სრულად აღმოიფხვრა, და დადასტურდა, რომ ∆𝑈მაქს ≤ ∆𝑈დასაშ პირობა სრულდება. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები 4(02), 2022 79 სურ.3. ქსელის მაქსიმალური დატვირთვის რეჟიმის განახლებული საანგარიშო სქემა Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები 4(02), 2022 80 𝑼 კვ 𝑼° 𝑼% კვ-0 6.45 0 107.5 კვ-1 6.37 -0.29 106.16 კვ-2 6.31 -0.45 105.23 კვ-3 6.29 -0.43 104.86 კვ-4 6.28 -0.42 104.65 კვ-5 6.277 -0.418 104.62 კვ-6 6.272 -0.414 104.54 კვ-7 6.047 -0.965 100.79 კვ-8 6.039 -0.958 100.65 კვ-9 6.027 -0.976 100.46 კვ-10 6.026 -0.975 100.43 კვ-11 5.983 -1.002 99.72 კვ-12 5.927 -0.954 98.78 კვ-13 5.974 -0.994 99.57 კვ-14 5.979 -0.998 99.65 ქსელის უბანი 𝑺𝟏კვა 𝑷𝟏კვტ 𝑸𝟏კვარ 𝑺𝟐კვა 𝑷𝟐კვტ 𝑸𝟐კვარ �̇� ა ∆𝑷კვტ ∆𝑸კვარ 𝟎 ↔ 𝟏 1565.81 1252.11 940.21 1540.12 1236.15 918.64 136.97 15.95 21.57 𝟏 ↔ 𝟐 1257.51 1008.15 751.64 1246.99 1001.61 742.8 111.84 6.53 8.83 𝟐 ↔ 𝟑 469.59 378.9 277.39 467.98 377.52 276.55 42.12 1.38 0.83 𝟑 ↔ 𝟒 185.36 149.52 109.55 185 149.22 109.37 16.68 0.298 0.18 𝟒 ↔ 𝟓 71.22 57.52 42.01 71 57.5 42 6.42 0.0185 0.0112 𝟒 ↔ 𝟔 113.78 91.70 67.36 113.66 91.6 67.3 10.26 0.10262 0.0619 𝟐 ↔ 𝟕 777.42 622.71 465.42 745.87 601.29 441.34 69.72 21.42 24.08 𝟕 ↔ 𝟖 113.8 91.72 67.37 113.66 91.6 67.3 10.64 0.123 0.074 𝟕 ↔ 𝟗 632 509.57 373.96 630 508.05 372.7 59.1 1.52 1.26 𝟗 ↔ 𝟏𝟎 113.68 91.62 67.31 113 91.6 67.3 10.66 0.024 0.015 𝟗 ↔ 𝟏𝟏 516.4 416.43 305.39 512.77 413.63 303.06 48.42 2.799 2.324 𝟏𝟏 ↔ 𝟏𝟐 285.2 230.22 168.34 282.6 228 167 26.93 2.22 1.34 𝟏𝟏 ↔ 𝟏𝟑 113.82 91.74 67.38 113 91.6 67.3 10.75 0.141 0.085 𝟏𝟏 ↔ 𝟏𝟒 113.7 91.67 67.34 113 91.6 67.3 10.74 0.068 0.041 ქსელის 6კვ ძაბვის კვანძებში ძაბვის მუშა მნიშვნელობები სადენთა განივკვეთის ფართობის გაზრდის პირობებში „ცხრილი 5“ ქსელის უბანთა რეჟიმის პარამეტრები სადენთა განივკვეთის ფართობის გაზრდისას „ცხრილი 6“ Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები 4(02), 2022 81 0 ÷ 12 მაგისტრალურ უბნებზე სადენთა განივკვეთის ფართობის გაზრდამდე ქსელში აქტიური სიმძლავრის ჯამური დანაკარგის 84% ელექტროგადამცემ ხაზებზე მოდიოდა, ხოლო 6 0,38⁄ კვ ძაბვის ტრანსფორმატორებზე 16%. სადენთა განივკვეთის ფართობის შეცვლამ გარკვეული ცვლილება შეიტანა ამ თანაფარდობაში, კერძოდ ხაზებში დაიკარგა აქტიური სიმძლავრის ჯამური დანაკარგის 70%, ხოლო 30% ტრანსფორმატორებში. ეს ცვლილება კი გამოიწვია სადენებში აქტიური სიმძლავრის დანაკარგის 55%-ით შემცირებამ. შედეგად მივიღეთ, რომ ქსელში აქტიური სიმძლავრის ჯამური დანაკარგი სადენთა განივკვეთის ფართობის გაზრდის შემდეგ შემცირდა 47%-ით, რამაც ასევე შეამცირა ქსელში აქტიური სიმძლავრის იმპორტი და გაზარდა ქსელის მარგი ქმედების კოეფიციენტი 94%-მდე, ანუ ამაღლდა 5%-ით. ასევე შემცირებულია ელექტროგადამცემ ხაზებში რეაქტიული სიმძლავრის დანაკარგი 14%-ით, შედეგად ქსელში რეაქტიული სიმძლავრის ჯამური დანაკარგი შემცირდა 6%- ით. ეს გარემოება განაპირობა მან, რომ ტრანსფორმატორებში რეაქტიული სიმძლავრის სატრანსფორმატორო ქვესადგური 𝑼მ (კვ) 𝑼დ კვ /𝑼დ % ПБВ-ს საფეხური სიმძლავრის დანაკარგი ∆𝑺(კვტ) TM400/6(კვანძი1) 6.37 0.395 103.88⁄ 0 3.56 + 𝑗16.17 TM400/6(კვანძი3) 6.29 0.389 102.52⁄ 0 3.6 + 𝑗16.14 TM400/6(კვანძი12) 5.927 0.366 96.33⁄ 0 3.79 + 𝑗16.03 TM100/6(კვანძი5) 6.277 0.388 102.18⁄ 0 1.26 + 𝑗4.34 TM160/6(კვანძი6) 6.272 0.387 101.9⁄ 0 1.8 + 𝑗7.1 TM160/6(კვანძი8) 6.039 0.372 97.91⁄ 0 1.87 + 𝑗7.05 TM160/6(კვანძი10) 6.026 0.371 97.69⁄ 0 1.88 + 𝑗7.05 TM160/6(კვანძი13) 5.974 0.368 96.79⁄ 0 1.89 + 𝑗7.04 TM160/6(კვანძი14) 5.979 0.369 96.88⁄ 0 1.89 + 𝑗7.04 ∆𝑷ე.გ.ხ ∑ კვტ ∆𝑷ტ ∑კვტ 𝑷დატვ 𝜮 კვტ 𝑸დატვ 𝜮 კვარ 𝑷იმპ კვტ 𝑸იმპ კვარ ∆𝑸ტ ∑ კვარ ∆𝑸ე.გ.ხ ∑ კვარ 𝜼 მ. ქ. კ 52.61 21.1 1176.5 788.3 1250.2 937.2 88.2 60.71 0.94 სატრანსფორმატორო ქვესადგურთა მაქსიმალური დატვირთვის რეჟიმის პარამეტრები სადენთა განივკვეთის ფართობის გაზრდის პირობებში „ცხრილი 7“ მაგისტრალურ უბნებზე სადენთა განივკვეთის ფართობის გაზრდისას, ქსელის მუშაობის ეფექტურობის მაჩვენებელი ენერგეტიკული პარამეტრები „ცხრილი 8“ Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები 4(02), 2022 82 დანაკარგის ზრდის სიდიდე მნიშვნელოვნად ჩამორჩება ხაზებში რეაქტიული სიმძლავრის დანაკარგის შემცირების მასშტაბებს. ისევე როგორც აქტიური სიმძლავრის შემთხვევაში, შემცირებულია ქსელში რეაქტიული სიმძლავრის იმპორტი. აქვე აღვნიშნოთ, რომ შერჩეული თითოეული სადენისთვის სრულდება ზემოთ დასმული პირობა 𝐼𝑖𝑗 მმმმ ≤ 𝐼𝑖𝑗 მმმ. ამრიგად, ყველა პირობა გვაქვს, რომ დავადასტუროთ განხორციელებული ღონისძიების მართებულობა. დასკვნები.  როდესაც გამანაწილებელი ქსელის დატვირთვის კვანძებში აქტიური სიმძლავრის კოეფიციენტი cos 𝜑 ≥ 0,8, ანუ tan 𝜑 ≤ 0,75 და სადენთა განივკვეთის ფართობი 𝐹 ≤ 95მმ2, ქსელის რეჟიმის ხასიათი უმეტესად აქტიური წინაღობითაა განპირობებული, ხოლო რეაქტიული წინაღობა რეჟიმის მხოლოდ საბოლოო სიდიდით დამყარებაში იღებს მონაწილეობას. შესაბამისად, ქსელის მუშა რეჟიმის ოპტიმალური მართვის ამოცანის დასმა აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინების გარეშე დაუშვებელია.  ქსელის უბნებზე სადენთა განივკვეთის ფართობის { ∆𝑈მაქს ≤ ∆𝑈დასაშ 𝐹ე.გ.ხ ⟹ 𝑚𝑖𝑛 პირობით შერჩევისას ძაბვის დანაკარგი უმჯობესია გამოვთვალოთ არა ნომინალურ, არამედ კვანძურ ძაბვათა მუშა მნიშვნელობებით. ასევე სასურველია, რომ ∆𝑈მაქს ელექტრულად უშორეს კვანძამდე გავუტოლოთ 10%-ს, ნაცვლად 6 ÷ 8%, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ქსელის სათავე უბნებზე სადენთა განივკვეთის ფართობი აღმოჩნდეს მეტისმეტად გადიდებული და შეუსაბამო გამანაწილებელი ქსელებისათვის.  როდესაც ქსელის ჯამური განფენილობის სიგრძე ძაბვის შესაბამისი საფეხურისათვის აღწევს ზღვრულ მნიშვნელობას, მეტად გამართლებულია, რომ ∆𝑈𝑋 ∑ გამოითვალოს სადენთა რეაქტიული წინაღობის არა საშუალო, არამედ ფაქტიური მნიშვნელობით, რადგან მიუხედავად იმისა, რომ სადენთა რეაქტიული წინაღობა მცირედაა დამოკიდებული მის რადიუსზე, ქსელი დიდი განფენილობის შემთხვევაში მაინც მნიშვნელოვან ცვლილებებს ვიღებთ ანგარიშებში, რაც ბუნებრივია ამცირებს განხორციელებულ სამუშაოთა ხარისხს და სანდოობას. გამოყენებული ლიტერატურა. 1. Ананичева С. С., Шелюг С.Н. Электроэнергетические системы и сети: учебное пособие — Екатеринбург: Изд-во Урал. ун-та 2019. —296 с. 2. Герасименко А. А., Федин В. Т. Передача и распределение электрической энергии: учебное пособие - 4-е изд., стер. – М.: КНОРУС, 2014 – 648 с. 3. Глазунов А. А., Глазунов А. А. Электрические сети и системы, М-Л., ГЭИ, 1960, 368 с. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები 4(02), 2022 83 4. Веников В. А., Глазунов А. А., Жуков Л. С., Солдаткина Л. А. Электрические Системы, т.2. Электрические сети. Под ред. В. А. Веникова. М., Высщая школа, 1971, 440 с. 5. Мельников Н. А., Солдаткина Л. А. Регулирование напряжения в электрических сетях, М., Энергия, 1968. 152 с. 6. William H. Kersting. Distribution System Modeling and Analysis, Third edition. CRC Press, Taylor & Francis Group, New York, 2012. 7. Turan Gonen. Electric Power Distribution Engineering, Third edition. CRC Press, Taylor & Francis Group, New York, 2014. Adjusting the parameters of the open branched distribution network mode by selecting the optimal area of the wires cross-section in the maximum load mode Lasha matchavariani Akaki Tsereteli State University. Department of Energetics and Telecommunications. PhD student of PhD program, Engineering Technologies and Systems. Summary. The paper presents the results of the research of Maximum load mode of 6 kV open branched distribution network of Kutaisi. For instance, the operating values of the voltage at both 6 and 0.38 kV nodes of the network are defined. As a result, voltage deviations in all nodes of the network are calculated and problem nodes are identified. The mode parameters of the particular sections of the network are also defined and based on it, the total losses of active and reactive power in the network are obtained. The efficiency of network operation is evaluated by means of efficiency. Based on the analysis of all this, a number of conclusions are made and a task is set, the purpose of which is to fulfill the criteria of the network, which it must meet in a normally established mode. In particular: high quality of the voltage supplied to the load nodes and operation with small power losses. Based on the network characteristics and provided condition { ∆Uმაქს ≤ ∆Uდასაშ Fე.გ.ხ ⟹ min the optimal area of wires cross sections at the highway is calculated and the validity of this measure is substantiated by the reports. The engineering computer program “NEPLAN” is used to calculate the network mode parameters presented in the paper. Keywords: actual voltage, voltage deviation, power losses, area of cross section, optimal.