Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები 4(02), 2022 141 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 4 Issue 2, 2022 https://doi.org/10.52340/gs.2022.04.02.10 ელექტრული სიმძლავრის დანაკარგის ოპტიმალური ფარდობითი ნაზრდი პეტრე კაჭკაჭიშვილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ანოტაცია სტატიაში გაანალიზებული არის ელექტრული სიმძლავრის დანაკარგის ოპტიმალური ფარდობითი ნაზრდის მნიშვნელობა. კონკრეტული ქსელის შემთხვევაში განხილული არის დანაკარგების ფადობითი ნაზრდის განსაზღვრული სიდიდე, რომლის შემდეგ დატვირთვის შემდგომი კომპენსაცია არაეკონომიურია, ამ სიდიდიდეს ოპტიმალური ფარდობითი ნაზრდი ვუწოდეთ. სტატიაში განხილული არის ქსელში რეაქტიული დატვირთვისათვის კომპენსაციის ხარისხი. სტატიაში მოცემული არის ოპტიმალური ფარდობითი ნაზრდის რიცხვით მნიშვნელობაზე რა გავლენას ახდენს ქსელის ტექნიკური და ეკონომიკური მაჩვენებლები. საკვანძო სიტყვები: კომპენსაცია, რეაქტიული სიმძლავრე ელექტროგადაცემის ქსელში დანაკარგების მინიმიზაცია და მუშაობის მაღალეფექტურობა ქსელის მეპატრონის დაინტერესების საგანს წარმოადგენს. დანაკარგები დამოკიდებული არის ქსელის კვანძების დატვირთვაზე და ასევე კვანძების საკუთარ და ურთიერთ წინღობაზე. ∆𝑃𝑃 = 1 𝑈ნ 2 ∑ ∑ 𝑃𝑘,𝑃𝑓𝑅𝑓𝐾 𝑛 𝑘=1 𝑛 𝑓=1 (1) ∆𝑃𝑄 = 1 𝑈ნ 2 ∑ ∑ 𝑄𝑘,𝑄𝑓𝑅𝑓𝐾 𝑛 𝑘=1 𝑛 𝑓=1 (2) Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები 4(02), 2022 142 გენერაციის შემთხვევაში P და Q აიღება ‘’+’’ ნიშნით, მოხმარების კვანძების შემთხვევაში კი ‘’-‘’ ნიშნით. ნებისმიერი სამომხმარებლო კვანძის რეაქტიულ დატვირთვის შემცირება გამოიწვევს ქსელში აქტიური სიმძლავრის დანაკარგის შემცირებას. რეაქტიული დატვირთვის მიხედვით დანაკარგების ფარდობითი ნაზრდი გამოითვლება შემდეგი ფორმულით 𝜎𝑓(𝑄) = 𝜕∆𝑃𝑄 𝜕𝑄𝑓 (2) გამოსახულების გათვალისწინებით მივიღებთ 𝜎𝑓(𝑄) = 2 𝑈ნ 2 ∑ 𝑅𝑓,𝑘𝑄𝑘 𝑛 𝑘=1 (3) (3)-ში მიღებული სიდიდე გვიჩვენებს f კვანძში რეაქტიული დატვირთვის ცვალებადობით ქსელში დანაკარგების შემცირების სისწრაფეს. f კვანძში რეაქტიული დატვირთვის კომპენსაციის მიზანშეწონილობა ამ სიდიდის მიხედვით უნდა იქნეს შეფასებული. ნებისმიერი კვანძისათვის დანაკარგების ფარდობითი ნაზრდის ნულამდე დაყვანა ეკონომიკურად არამიზანშეწონილი არის, რადგან მაკომპენსირებელი დანადგარის დაყენება დამოკიდებული არის მნიშვნელოვან კაპიტალურ და საქსპლუატაციო ხარჯებთან. მოცემული კონკრეტული ქსელის შემთხვევაში იარსებებს დანაკარგების ფარდობითი ნაზრდის რაღაც ზღვრული სიდიდე, რომლის შემდეგ დატვირთვის შემდგომი კომპენსაცია არაეკონომიურია ნახ.1. ნახ.1 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები 4(02), 2022 143 ამ სიდიდეს ფარდობითი ნაზრდის ოპტიმალური სიდიდე ვუწოდოთ 𝜎ოპტ = 𝛼 a პარამეტრისათვის ვღებულობთ 𝑎 = (𝐸ნ+𝛼კ)𝐾0,კ+∆𝑃კ%𝑇0𝐶0 ∙10−2 𝜏𝐶0 (4) a პარამეტრის რიცხვით მნიშვნელობაზე გავლენას ახდენს ქსელისა და მაკომპენსირებელი დანადგარის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებელი. კერძოდ: მაკომპენსირებელი დანადგარის ხვედრითი ღირებულება (K0); საექსპლუატაციო ხარჯების ნორმა (aკ); დანადგარში აქტიური სიმძლავრის დანაკარგბის სიდიდე (ΔPკ%); ქსელში მაქსიმალური კარგვების დრო (𝜏); ელექტრული ენერგიის ტარიფი (C0); გადავწეროთ (4) გამოსახულება შემდეგი სახით 𝛼 = 1 𝜏 [ (𝐸ნ+𝛼)𝐾0 𝐶0 + ∆𝑃კ%𝑇0 ∙ 10−2] (5) (5) გამოსახულებით შეგვიძლია ვიმსჯელოდ ქსელში რეაქტიული დატვირთვის კომპენსაციის ხარისხზე. 1. ქსელში, სადაც დანაკარგების დრო (𝜏 ) მაღალი არის, დანაკარგების ფარდობითი ნაზრდის ოპტიმალური მნიშვნელობა დაბალი არის, ახლოს არის ნულთან. ამ შემთხვევაში მაქსიმალურად უნდა განხორციელდეს რეაქტიული დატვირთვის კომპენსაცია, ე.ი. ქსელში კომპენსაციის ხარისხი უნდა იყოს მაღალი. 2. მაკომპენსირებელ დანადგარებში აქტიური სიმძლავრის დანაკარგების სიდიდე (ΔPკ%) რეაქტიული დატვირთვის კომპენსაციის ხარისხზე შემზღუდავ ფაქტორად მოქმედებს. როდესაც ეს დანაკარგები მაღალი არის a დიდი არის და შესაბამისად დაბალი არის კომპენსაციის ხაისხი. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები 4(02), 2022 144 3. ასევე შემზღუდავ ფაქტორად მოქმედებს რეაქტიული დატვირთვის კომპენსაციის ხარისხზე მაკომპენსირებელი დანადგარის ხვედრითი ღირებულება (K0), (K0)-ის მაღალი მნიშვნელობა იწვევს კომპენსაციის ხარისხის შემცირებას. 4. (C0) ელექტრული ენერგიის მაღალი ტარიფის მნიშვნელობისას დაბალი არის a-ს აბსოლიტური სიდიდე. რაც უფრო მაღალი არის (C0), მით მაღალი არის რეაქტიული დატვირთვის კომპენსაციის ხარისხი. ნახაზზ 2-ზე მოცემული არის a=f(K0,C0) დამოკიდებულების გრაფიკი, როდესაც (𝐸ნ + 𝛼კ) = 0,17, ∆𝑃კ% = 0,3, 𝑇0 = 7000სთ, 𝜏 = 3000 სთ ნახ.2 გამოყენებული ლიტერატურა 1. მახარაძე გ. ენერგოსისტემების რეჟიმების მართვა და ოპტიმიზაცია. ტექნიკური უნვერსიტეტი. თბილისი 2005წ.