Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები 4(02), 2022 145 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 4 Issue 2, 2022 https://doi.org/10.52340/gs.2022.04.02.11 სოფლის მეურნეობის ძირითადი გამოწვევები დალი სილაგაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი აბსტრაქტი 2013 წლიდან, საქართველოში სოფლის მეურნეობა დეკლარირებულად არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და, მისი ხელშეწყობის მიზნით, დიდი მოცულობის ფინანსური სახსრები მიემართება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე საერთაშორისო დონორებისა და კერძო სექტორიდან ინვესტიციების თუ სხვა სახის და ფინანსებით. გასულ წლებში არაერთი პროექტი განხორციელდა წარმოების ზრდის ხელშესაწყობად, სექტორში ინვესტიციების მოსაზიდად და საექსპორტო ბაზრების გასაფართოებლად. ასევე, მნიშვნელოვნად გაზარდა სოფლის მეურნეობის დაფინანსება საბანკო სექტორმა; ჩამოყალიბდა კვლევითი ცენტრები და ლაბორატორიები; მნიშვნელოვანი ძალისხმევა დაიხარჯა საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების რეაბილიტაციასა და მოწყობაზე და ა.შ. მიუხედავად ზემოაღნიშნული ძალისხმევისა, სოფლის მეურნეობა მაინც ვერ ახერხებს მნიშვნელოვნად განვითარებას, რადგან დარგი კვლავ არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. სოფლის მეურნეობის განვითარების 2021-2027 წლების სახელმწიფო სტრატეგია დარგის სისუსტედ კვლავ ასახელებს ინფრასტრუქტურას (მათ შორის ირიგაციისა და დრენაჟის სისტემებს), უნარ-ჩვევებს და ცოდნას, ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობას, მცირე მიწიანობას, ლაბორატორიულ შესაძლებლობებს და ა.შ. წინამდებარე კვლევის მიზანია გამოკვეთოს სოფლის მეურნეობის ის ძირითადი გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას მსხვილი ფერმერული მეურნეობები, ცალკეული პროდუქტის ღირებულებათა ჯაჭვი თუ მთლიანი სასოფ ლო- სამეურნეო სისტემა. საკვანძო სიტყვები: სოფლის მეურნეობა, გამოწვევები, პრიორიტეტული, დარგი, მემცენარეობა, თანამედროვე ტექნოლოგიები, ტექნიკა. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები 4(02), 2022 146 საქართველოში სოფლის მეურნეობა ტრადიციულ და პრიორიტეტულ დარგად არის მიჩნეული, მთავრობები ცდილობენ, სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელი შეუწყონ, შესაბამისად, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი თანხები იხარჯება ქვეყნის ბიუჯეტიდან. 2013 წლიდან, საქართველოში სოფლის მეურნეობა დეკლარირებულად არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და, მისი ხელშეწყობის მიზნით, დიდი მოცულობის ფინანსური სახსრები მიემართება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე საერთაშორისო დონორებისა და კერძო სექტორიდან ინვესტიციების თუ სხვა სახის და ფინანსებით. გასულ წლებში არაერთი პროექტი განხორციელდა წარმოების ზრდის ხელშესაწყობად, სექტორში ინვესტიციების მოსაზიდად და საექსპორტო ბაზრების გასაფართოებლად. ასევე, მნიშვნელოვნად გაზარდა სოფლის მეურნეობის დაფინანსება საბანკო სექტორმა; ჩამოყალიბდა კვლევითი ცენტრები და ლაბორატორიები; მნიშვნელოვანი ძალისხმევა დაიხარჯა საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების რეაბილიტაციასა და მოწყობაზე და ა.შ. მიუხედავად ზემოაღნიშნული ძალისხმევისა, სოფლის მეურნეობა მაინც ვერ ახერხებს მნიშვნელოვნად განვითარებას, რადგან დარგი კვლავ არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. სოფლის მეურნეობის განვითარების 2021-2027 წლების სახელმწიფო სტრატეგია დარგის სისუსტედ კვლავ ასახელებს ინფრასტრუქტურას (მათ შორის ირიგაციისა და დრენაჟის სისტემებს), უნარ-ჩვევებს და ცოდნას, ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობას, მცირე მიწიანობას, ლაბორატორიულ შესაძლებლობებს და ა.შ. წინამდებარე კვლევის მიზანია გამოკვეთოს სოფლის მეურნეობის ის ძირითადი გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას მსხვილი ფერმერული მეურნეობები, ცალკეული პროდუქტის ღირებულებათა ჯაჭვი თუ მთლიანი სასოფ ლო- სამეურნეო სისტემა. 2012 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობის დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს ტენდენცია დღემდე ნარჩუნდება. აქედან გამომდინარე, საინტერსოა, ვნახოთ, რა გავლენა იქონია გაზრდილმა სახელმწიფო დაფინანსებამ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები 4(02), 2022 147 ცხრილი 1. მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურა (%) 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა 9,6 10,3 9,2 9,6 9,6 8,8 8,3 7,2 7,8 7,4 8,3 მრეწველობა 14,9 15,0 14,1 14,2 14,3 13,9 13,0 14,2 14,6 14,7 15,5 მშენებლობა 4,2 5,2 7,4 6,6 6,8 7,6 8,8 9,1 8,3 8,5 8,7 ვაჭრობა 17,5 18,1 16,4 14,8 14,6 13,7 13,9 14,0 13,9 14,3 14,8 ტრანსპორტი და დასაწყობება 7,1 7,0 6,8 6,4 6,2 6,1 5,7 6,4 6,3 6,6 6,1 სხვა 46,7 44,4 46,1 48,5 48,5 49,9 50,3 49,1 49,0 48,5 46,6 წყარო საქსტატი მთლიან შიდა პროდუქტის სტრუქტურაში სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა ცვალებადია წლების მიხედვით 2020 წელს 8,3%-ია და 2010 წელთან შედარებით შემცირებულია 1,3 %-ით. (ცხრილი 1) ცხრილი 2. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება (მიმდინარე ფასებში, მლნ. ლარი) 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება, სულ 2669,8 3277,8 3137,5 3549,4 3817,6 3884,3 3882,7 3724,5 4552,8 4834,6 492,6 მემცენარეობა 1052,2 1476,3 1261,3 1623,1 1717,1 1642,5 1590,4 1456,8 2067,7 2159,5 2578,5 მეცხოველეობ ა 1528,7 1673,1 1732,7 1743,0 1886,4 1981,3 2002,2 2015,5 2197,9 2411,1 2584,9 სასოფლო- სამეურნეო მომსახურება 89,0 128,5 143,5 183,3 214,0 260,5 290,1 252,2 287,1 263,9 329,2 წყარო: „საქსტატი” Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები 4(02), 2022 148 სოფლის მეურნეობა ორი ძირითადი ქვედარგისგან შედგება, ესენია: მემცენარეობა და მეცხოველეობა. საქართველოში მეცხოველეობას უფრო მეტი წილი უჭირავს, ვიდრე მემცენარეობას, თუმცა ბოლო წლებში მეცხოველეობის წილი მცირდება. 2020 წლის გამოშვების მოცულობას თუ შევხედავთ, ასეთი მდგომარეობაა: მემცენარეობის პროდუქციის გამოშვებამ 2,5 მლნ. ლარი შეადგინა, ხოლო მეცხოველეობის გამოშვებამ - უმნიშვნელოდ მეტი - 2,9 მლნ. ლარი. მეცხოველეობის პროდუქციის წარმოება წინა წლებში გაცილებით აჭარბებდა მემცენარეობის პროდუქციის წარმოებას. (ცხრილი 2) სექტორი ხასიათდება მცირე, არსებობისთვის საკმარის მეურნეობით და სოფლის მეურნეობის პროდუქტების უმეტესობის უაღრესად დაბალი პროდუქტიულობით. საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა სამჯერ დაბალია ევროკავშირის განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით (ProDoc 2020). ნიადაგების და კლიმატური ზონების მრავალფეროვნება საქართველოში ხილის და ბოსტნეულის ფართო სპექტრის წარმოების საშუალებას იძლევა. 2019 წელს საქართველოში წარმოებული იქნა 502 ათასი ტონა ხილი და 536 ათასი ტონა ბოსტნეული. ხილს და ბოსტნეულს საქართველოში ძირითადად საოჯახო მეურნეობები აწარმოებენ: საოჯახო მეურნეობების წილი ხილის წარმოებაში 92%-ია, ხოლო ბოსტნეულის წარმოებაში - 96% (საქსტატი 2021). საქსტატის მონაცემები განასხვავებს ხილის შემდეგ კატეგორიებს: ყურძენი, ციტრუსები და ყველა სხვა ხილი. ეს უკანასკნელი მოიცავს ბროწეულს, კურკოვან ხილს, კენკრას, კაკალს და სუბტროპიკულ ხილს. ხილის მთლიან წარმოებაში ყურძნის წილი ყველაზე მაღალია (48%), შემდეგ მოდის ციტრუსები (15%), თესლოვანი ხილი (14%), კურკოვანი ხილი (11%), კაკალი (7%), სუბტროპიკული ხილი (4%) და კენკრა (0,5%). ციტრუსების კატეგორიაში მანდარინი მთავარი კულტურაა, რომლის საშუალო წილი 93% -ია. კენკრის კატეგორიაში მარწყვი არის მთავარი კულტურა, რომელის საშუალო წილი ბოლო 6 წლის განმავლობაში 72% -ს შეადგენს. ყურძენი ძირითადად იწარმოება კახეთში (დაახლოებით 70%) და იმერეთში (დაახლოებით 10%). აჭარა ავტონომიური რესპუბლიკა და გურია ციტრუსის წარმოების რეგიონებია, წარმოების წილი, შესაბამისად, 70% და 20%-ია. კაკალი ძირითადად იწარმოება სამეგრელოს, გურიის, აჭარისა და კახეთის Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები 4(02), 2022 149 რეგიონებში. შიდა ქართლი ლიდერობს თესლოვანი ხილის წარმოების მხრივ (დაახლოებით 65%) რაც შეეხება კურკოვანი ხილს, დაახლოებით 55% კახეთის რეგიონში იწარმოება, ხოლო დაახლოებით 20% - შიდა ქართლის რეგიონში (საქსტატი, საქართველოს სოფლის მეურნეობა, სტატისტიკური პუბლიკაციები 2017-2019). 2014-2019 წლებში საქართველოში წარმოებული ბოსტნეულის ძირითად სახეობებია: კარტოფილი წამყვანი ბოსტნეულია, მისი წილი დაახლოებით 50% -ია, შემდეგ მოდის ნესვი (17%), პომიდორი (12%), კიტრი (6%), კომბოსტო და ბროკოლი (5%), ხახვი (3%) და მწვანილი (2%). ბაღჩეულის კატეგორიაში წამყვანი კულტურა საზამთროა (84%). კარტოფილის წარმოება ძირითადად კონცენტრირებულია სამცხე-ჯავახეთის (6065%) და ქვემო ქართლის (დაახლოებით 20%) რეგიონებში. სხვა ბოსტნეული ძირითადად იწარმოება ქვემო ქართლში (დაახლოებით 30%) და შიდა ქართლში (30%). მწვანილის წარმოება ხდება იმერეთში (63%) და ქვემო ქართლში (14%). რაც შეეხება ბაღჩეულ კულტურებს, დაახლოებით 80% იწარმოება კახეთში და 15% იმერეთში (საქსტატი, საქართველოს სოფლის მეურნეობა, სტატისტიკური პუბლიკაციები 2017-2019). სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვანი წილი აქვს ქვეყნის ექსპორტში: 2014 - 2018 წლებში სოფლის მეურნეობის ექსპორტმა შეადგინა საქართველოს მთლიანი ექსპორტის 25-30% . ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, როგორც სოფლის მეურნეობის ექსპორტმა, ასევე სოფლის მეურნეობის იმპორტმა ზრდის ტენდენცია აჩვენა. სოფლის მეურნეობის პროდუქციის სავაჭრო ბალანსი უარყოფითია. 2018 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის ექსპორტის მთავარი ~ მიმართულებები იყო რუსეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი და სომხეთი. სოფლის მეურნეობის ექსპორტის დიდი წილი დსთს ქვეყნებზე მოდის; 2018 წელს ეს წილი 59% იყო დსთ- ს ყველა ქვეყნისთვის და - 25% რუსეთის ფედერაციისთვის. დსთს ბაზრებზე ტრადიციული კავშირების არსებობა, სიახლოვე, დაბალი კონკურენცია და ხარისხის მიმართ შედარებით დაბალი მოთხოვნები ხელს უწყობს ამ ტენდენციას 2020 წელს საქართველოში ხილის სავაჭრო ბალანსი დადებითი იყო (პროდუქტის კოდი 08: საკვები ხილი და კაკალი; ციტრუსის კანი ან ბაღჩეული), დაახლოებით 116 მილიონი აშშ დოლარი. ბოსტნეულის სავაჭრო ბალანსი უარყოფითი იყო (პროდუქტის კოდი 07: საკვები ბოსტნეული და გარკვეული ფესვები და ტუბერები) და შეადგინა დაახლოებით 29 მილიონი აშშ დოლარი. საქართველომ 2020 წელს ექსპორტზე გაიტანა 157.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები 4(02), 2022 150 ხილი და 8.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბოსტნეული. 2019 წელს საქართველომ ხილის მსოფლიო ექსპორტში 78 – ე ადგილი დაიკავა, ხოლო ბოსტნეულის მსოფლიო ექსპორტში - 107 – ე (სავაჭრო რუკა 2021). ცხრილი 3. მემცენარეობის, მეცხოველეობის და სასოფლო-სამეურნეო მომსახურების წილები სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვებაში (%) 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება, სულ 100 100 100 100 100 100 100 100 100 100 100 მემცენარეობა 39 45 40 46 45 42 41 39 45 45 47 მეცხოველეობა 57 51 55 49 49 51 52 54 48 50 47 სასოფლო-სამეურნეო მომსახურება 3 4 5 5 6 7 7 7 6 6 6 წყარო საქსტატი უნდა აღინიშნოს რომ წლების მიხედვით ცვალებადია როგორც მემცენარეობის, ასევე მეცხოველეობის წილი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვებაში, ასევე ცვალებადობს სასოფლო-სამეურნეო მომსახურების მაჩვენებლებიც. აგრობიზნესის მთლიანი გამოშვების წილი ქვეყნის ეკონომიკის მთლიან გამოშვებაში, ბოლო რამდენიმე წელია (2010 წლიდან) უმნიშვნელოდ იცვლება. 2014 წლიდან აგრარული სექტორის გამოშვების წილი კლებულობს (საშუალოდ 0.95%-ით წელიწადში) და 2016 წლისთვის 16.2 %-ს შეადგენს. (ცხრილი 3) კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ფრაგმენტაციის პირობებში, სოფლის მეურნეობაში ჩართული შინამეურნეობების უმეტესობა თვითმოხმარებაზეა ორიენტირებული და მათ საქმიანობას კომერციული სახე არ აქვს. ამას ადასტურებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის სიმცირეც. ამასთან, სოფლის მეურნეობის ხელშესაწყობად Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები 4(02), 2022 151 განხორციელებული თუ მიმდინარე პროექტების სიმრავლის მიუხედავად, სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვან ზრდას მაინც ვერ ახერხებს. გაუმართავი ლოგისტიკური სისტემები და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ართულებს საქონლის ხარისხის შენარჩუნებას და აფერხებს ბაზრისთვის მიწოდების პროცესს. შეზღუდული ლაბორატორიული შესაძლებლობები და არასაკმარისად განვითარებული სადაზღვეო სისტემა კი ვერ ეხმარება მეურნეობას, დააზღვიოს წარმოება სხვადასხვა რისკების მიმართ და დარწმუნდეს საკუთარი ნაწარმის უსაფრთხოებაში. აგრობიზნესის განვითარებას მნიშვნელოვნად აბრკოლებს ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული სირთულეები. კვალიფიციური კადრების დეფიციტი და დამხმარე მუშახელის მოძიების გართულებული პროცესი აფერხებს მეურნეობების საქმიანობას. სწორედ ამიტომ, საჭიროა კადრების გადამზადების უფრო ეფექტიანი მეთოდების ადაპტაცია/დანერგვა, რაც გრძელვადიან პერიოდში დადებითად აისახება სპეციალისტების ხელმისაწვდომობის ხარისხზე. მიწის ნაკვეთების გამსხვილებას და ინდუსტრიული მეურნეობების განვითარებას თან უნდა ახლდეს განათლების დონის ზრდა, დამხმარე სერვისებისა და ინფრაქტრუქტურის დახვეწა, თანამდროვე ტექნოლოგიების დანერგვა და სექტორში ნოუ-ჰაუს შემოტანა. ეს ხელს შეუწყობს პროდუქტიულობის ზრდას, მნიშვნელოვანწილად მოხსნის მეურნეობების წინაშე დღეს არსებულ დაბრკოლებებს და ტრადიციულ სოფლის მეურნეობას მომგებიან საქმიანობად ქცევაში დაეხმარება. ამრიგად, საერთაშორისო გამოცდილებისა და საქართველოს აგრარულ ბაზარზე დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, სახელმწიფოს შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს აგრობიზნესში კონკურენტული რისკების შემცირებაში. ამისათვის საჭიროა რეგულირდებოდეს სტრატეგიული და ადმინისტრაციული საკითხები: სტატისტიკური მონაცემების შექმნა ცალ- ცალკე აგროზონებზე, რაშიც ადგილობრივი ორგანოების ჩართულობაა საჭირო; ფერმერებისათვის ტრენინგების ჩატარება და მათთვის კონსულტაციების გაწევა; სასოფლო- სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობა, ტექნოლოგიური სიახლეების გაცნობა; სათესლე, საწამლი თუ სასუქების ხარისხის კონტროლზე აყვანა; აგროდაკრედიტების მიღების გაიოლებისა და გაიაფების ხელშეწყობა და ა.შ. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები 4(02), 2022 152 გამოყენებული ლიტერატურა: 1. სოფლის მეურნეობის განვითარების 2021-2027 წლების სახელმწიფო სტრატეგია 2. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური www.geostat.ge 3.file:///C:/Users/Admin%20(K)/Desktop/აგრობიზნესი%20- 1/Competitive%20risks%20in%20agribusiness%20and%20the%20ways%20for%20reducing%20them.pd f 4.file:///C:/Users/Admin%20(K)/Desktop/მასალები%202021/file%20(1)%20აგრარული%20მეურნეობა .pdf Major Challenges of Agriculture Dali Silagadze Akaki Tsereteli State University Associate Professor Resume Since 2013, agriculture in Georgia has been declared one of the priority areas and, in order to promote it, a large amount of funds is directed from the state budget, as well as investments from international donors and the private sector or other types and finances. In recent years, a number of projects have been implemented to boost production, attract investment in the sector, and expand export markets. Also, the financing of agriculture was significantly increased by the banking sector; Research centers and laboratories were established; Significant efforts have been made to rehabilitate and arrange irrigation and drainage systems, and so on. Despite the above efforts, agriculture still fails to develop significantly as the sector still faces a number of challenges. The State Strategy for Agricultural Development 2021-2027 again names infrastructure (including irrigation and drainage systems), skills and knowledge, access to technology, small land, laboratory facilities, etc. as the weakness of the sector. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები 4(02), 2022 153 The aim of this study is to identify the main agricultural challenges facing large farms, individual product value chains or the entire agricultural system. Keywords: Agriculture, Challenges, Priority, Field, Vegetation, Modern technologies, Technology.