Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები 4(02), 2022 159 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 4 Issue 2, 2022 https://doi.org/10.52340/gs.2022.04.02.13 ტურიზმის სექტორის აღდგენა პანდემიის შემდეგ მანანა შალამბერიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ტექნიკის აკადემიური დოქტორი. ასოცირებული პროფესორი აბსტრაქტი პანდემიურმა კრიზისმა ყველაზე მეტად ტურისტული ინდუსტრია დააზარალა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ტურიზმის სექტორს აქვს ადაპტაციისა და რეაგირების მრავალწლიანი გამოცდილება. ტურიზმის სექტორმა გვიჩვენა გზა ისეთი გადაწყვეტილებების საპოვნელად, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში ტურისტების მოზიდვას, საბაზრო წილის ზრდას, მოგების გაზრდას უზრუნველყოფს. საქართველოს ტურისტული პოტენციალის ანალიზის შედეგად ტურიზმის სექტორის შემოსავლების აღდგენის პროგნოზის გაკეთება არის შესაძლებელი, კერძოდ. პანდემიის მიერ გამოწვეული კრიზისის შემდეგ აღდგება ტურიზმის სექტორი ეტაპობრივად. 2024 წლისთვის სრულად მოხდება გარკვეული შედეგების მიღწევა. დღეისათვის მისი ძალზედ მცირე ნაწილია ათვისებული, რაც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ რეალური ძვრების, აქტიური ქმედითი პოლიტიკის შემუშავების შედეგად მიღებული ღონისძიებების გატარებით, შევამცირდება ტურიზმის ინტენსიურ და ესტენსიურ განვითარებაზე შემაფარხებელი ფაქტორების ზეგავლენით და მოვახდება მათი შეძლებისდაგვარად მინიმიზაცია. ნაწილი ამ ხელისშემშლელი ფაქტორებისა ობიექტურად ქვეყნის ზეგავლენის არეალის გარეთაა, დანარჩენი პრობლემების Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები 4(02), 2022 160 გამოსწორება მთლიანად ქვეყნის ძალისხმევაზეა დამოკიდებული. პირველ რიგში უნდა განხორციელდეს საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს ტურისტული ბაზრის სათანადო რეკლამირება. ამასთანავე უნდა შეიქმნას უცხოელი და ადგილობრივი ტურისტების უსაფრთხოების საგარანტიო სისტემა. საკვანძო სიტყვები. პანდემია, ტურისტული პოტენციალი, ტურიზმის სექტორი ტურიზმის ინდუსტრის აღდგენა პანდემიის შემდგომი პერიოდისათვის საჭიროებს შემდეგი ღონისძიებები დაგეგმვსა და განხორციელებსა:  ტურიზმის აღდგენისა და კრიზისების მართვის მიმართულებით სტრატეგიული გეგმის მომზადება და განხორციელება .  პანდემიის შემდგომ გარემოში ტურიზმის ინდუსტრიის მხარდასაჭერად და სექტორის გასაძლიერებლად შიდა ტურისტული ნაკადების გაზრდისათვის უნდა განხორციელდეს მიზნობრივი მარკეტინგული აქტივობები.  საკანონმდებლო ბაზის მეშვეობით უნდა დაინერგოს მოგზაურობის უსაფრთხოებისა და მოხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი.  ტურისტული საწარმოს საბაზრო პოტენციალის შეფასება;  ბაზრის მახასიათებლების შესწავლა;  საქმიანი აქტივობის ტენდენციის შესწავლა; - პოტენციური მომხმარებელების პოვნა, მათი მოთხოვნილებების, არსებული და მომავალი მოთხოვნის შეფასება;  ბაზრის განვითარების გრძელვადიანი ტენდენციების პროგნოზირება; ტურიზმის ინდუსტრიის განვითარება შეუძლებელია ფაქტორების მთელი სისტემის გათვალისწინების გარეშე. ტურიზმი ვერ განვითარდება თუ ქვეყანა პოლიტიკურად და ეკონომიკურად სტაბილური არაა. ტურიზმის განვითარება შეუძლებელია ქვეყნის მთლიანი სოციალური და ეკონომიკური წინსვლის გარეშე. ტურიზმს სჭირდება განვითარებული ენერგეტიკა, საავტომობილო გზები და მარავალი სტანდარტების სატრანსპორტო საშუალებები, მოწესრიგებული საბანკო და სადაზღვევო საქმიანობა, საზოგადოებრივი წესრიგი და ქვეყნის შიგნით დემოკრატიული, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული ურთიერთობები, სოფლის Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები 4(02), 2022 161 მეურნეობის, კავშირგაბმულობისა და მომსახურების სფეროს განვითარება, კულტურის, ხალხური რეწვისა და სასუვენირო წარმოების მაღალი დონე, ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა სწავლება, კვალიფიციური კადრების მომზადება და უცხოელი სტუმრებისათვის კეთილმოსურნე გარემოს შექმნა. ტურიზმი მსოფლიო ეკონომიკის ერთ–ერთ წამყვან და დინამიკურ დარგს წარმოადგენს. ტურიზმის როლი და მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში მუდმივად იზრდება, რაც განპირობებულია სხვადასხვა ქვეყნების შემოსავლების ზრდითა და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებით. ასევე ტურიზმის სწრაფ განვითარებას განაპირობებს ის, რომ ტურისტული ბიზნესის დასაწყებად არაა საჭირო დიდი ფინანსური ინვესტიციები, უდიდესი მოთხოვნაა ტურისტულ მომსახურებაზე და ძალზედ მაღალია რენტაბელურობის მაჩვენებელი. მრავალი ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმს წამყვანი როლი ეკისრება მთლიანი შიდა პროდუქტისა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაში, მოსახლეობის დასაქმებასა და სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებაში. თავის მხრივ ტურიზმის განვითარებაზე მოქმედებს შემდეგი ფაქტორები: დემოგრაფიული, ბუნებრივ–გეოგრაფიული, სოციალურ–ეკონომიკური, ისტორიული, კულტურული, რელიგიური და პოლიტიკურ– სამართლებრივი, სამეცნიერო–ტექნიკური, მოსახლეობის ცხოვრების დონე, თავისუფალი დროის ხანგრძლივობა, კულტურული მოთხოვნების დაკმაყოფილების ზრდა, ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობა და სხვა. ტურიზმის სექტორში პანდემიის გავლენის დასადგენად. ჩატარდა კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სასტუმროებმა, რესტორნებში დასაქმებულებულებმა, გიდები და ა.შ. გამოკითხულთა 49,2 %-სთვის ტურიზმი შემოსავლის ერთადერთი წყაროა, 47,7%-ისთვის კი – დამატებით, მაგრამ მნიშვნელოვანი წყარო, ხოლო დანარჩენისთვის ტურიზმი შემოსავლის დამატებითი, თუმცა უმნიშვნელო წყაროა. გამოკითხულთა 41,5 %-მა კვლევისას მიუთითა, რომ პანდემიამ ძალიან ცუდად იმოქმედა ტურიზმის სექტორზე, ხოლო 21.5%-ზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. ზოგი მიიჩნევს, რომ უცხოელი ტურისტების შემცირების პარალელურად გააქტიურდება შიდა ტურიზმი – გამოკითხულთა 33,8 პროცენტი სწორედ ასე ფიქრობს, თუმცა გაცილებით მეტს, 52,3%-ს მიაჩნია, რომ შემცირდება შიდა ტურისტების გადაადგილებაც. 13.8%- ის მოსაზრებით შიდა ტურიზმი შარშანდელ დონეზე დარჩება. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები 4(02), 2022 162 გამოკითხულთა ნახევარზე მეტი, 50,8% ამბობს, რომ ტურიზმში შეფერხებების შემდეგ დარჩა ყველანაირი შემოსავლის გარეშე და პანდემიამ ძალიან ცუდად იმოქმედა მათ შემოსავლებზე, გამოკითხულთა 41,5 პროცენტი ამბობს, რომ პანდემია ფინანსური კუთხით მათზე ცუდად აისახა და მხოლოდ 7,7 პროცენტზე პანდემიას უმოქმედია ფინანსურად. პანდემიის შემდეგ ტურიზმის გარდა ალტერნატიული შემოსავალი გამოკითხულთა მხოლოდ 10,8%-ს აღმოაჩნდა, 40%-ს არ აქვს არანაირი სხვა ალტერნატიული წყარო, 49,2% ამბობს, რომ აქვს მინიმალური ალტერნატიული შემოსავალი.გამოკითხულთა 67,7%-ს გარკვეული მოსაზრებები აქვს, თუ როგორ გადაეწყონ სხვა საქმიანობაზე 2020 წლის მეორე ნახევრისთვის, თუმცა ეს მოსაზრებები გეგმის სახით არ აქვთ ჩამოყალიბებული; 18,5 პროცენტს ამ საკითხზე არავითარი გეგმა არ აქვს და გამოკითხულთა მხოლოდ 13,8 პროცენტმა განაცხადა, რომ აქვს გეგმა. ამ მონაცემების უტყუარობა დასტურდება საქართველოში 2021 წელს ვიზიტორთა შემოსვლით. წყარო. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველომ 2021 საერთაშორისო მოგზაურებიდან 1,244,941,717 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ე.ი. ტურიზმი ეფექტური და მომგებიანი ინდუსტრიაა და მას ბევრი სარგებელი მოაქვს სახემწიფოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის, არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომლებიც წინ უდგებიან, ან დროებით აფერხებენ სექტორის განვითარებას. 0 200 400 600 800 1000 1200 1400 2020 2021 ცვლილებები პროცენტებში 2020-2021 წლებში ვიზიტორების შემოსვლა საქრთველოში თურქეთი რუსეთი უკრაინა ისრაელი საუდის არაბეთი აზერბაი უზბეკეთი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები 4(02), 2022 163 უახლესი გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს დგას ტურიზმი, ეს არის კოვიდ-19, რომელმაც სრულიად ამოატრიალა ჩვენი ცხოვრების რიტმი და სტილი. არ არსებობს იდუსტრია ან ბიზნესი, რომელზეც გავლენა არ მოუხდენია კორონა ვირუსს. თუმცა, მაშინ, როდესაც სხვა სექტორებში კოვიდ-19-ის ეფექტი არათანაბრად არის გადანაწილებული, ტურიზმის სფერო ერთიანად დიდი დაბრკოლების წინაშე დგას. ამ კრიზისის საპასუხოდ საჭიროა საზოგადოებასთან ერთად ქვეყნის მთავრობის მიერ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რათა პროგნოზები გამართლდეს და ტურიზმის ინდუსტრია პოსტკრიზისულ პერიოდში მიუახლოვდეს მაინც პანდემიამდელი პერიოდის ეკონომიკურ მაჩვენებლებს. დასკვნა. საქართველოს ტურისტული პოტენციალის ანალიზის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტურიზმის სექტორის შემოსავლების აღდგენის პროგნოზი. აღნიშნული კვლევის მიხედვით, პანდემიის მიერ გამოწვეული კრიზისის შემდეგ აღდგება ეტაპობრივად 2024 წლისთვის მოხდება გარკვეული შედეგების მიღწევა. დღეისათვის მისი ძალზედ მცირე ნაწილია ათვისებული, რაც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ რეალური ძვრების, აქტიური ქმედითი პოლიტიკის შემუშავების შედეგად მიღებული ღონისძიებების გატარებით, შევამცირდება ტურიზმის ინტენსიურ და ესტენსიურ განვითარებაზე შემაფარხებელი ფაქტორების ზეგავლენით და მოვახდება მათი შეძლებისდაგვარად მინიმიზაცია. ნაწილი ამ ხელისშემშლელი ფაქტორებისა ობიექტურად ქვეყნის ზეგავლენის არეალის გარეთაა, დანარჩენი პრობლემების გამოსწორება მთლიანად ქვეყნის ძალისხმევაზეა დამოკიდებული. პირველ რიგში უნდა განხორციელდეს საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს ტურისტული ბაზრის სათანადო რეკლამირება. ამასთანავე უნდა შეიქმნას უცხოელი და ადგილობრივი ტურისტების უსაფრთხოების საგარანტიო სისტემა. გამოყენებული ლიტერატურა. 1. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალური მონაცემები 2. ტურიზმის ეკონომიკა, ქართულენოვანი სალექციო კურსი,2019 3. მერაბ კაკულია ნოდარ კაპანაძე ანტიპანდემიური ნტიპანდემიური შეზღუდვების ეზღუდვების და მთავრობის თავრობის ანტიკრიზისული ნტიკრიზისული ღონისძიებების ონისძიებების გავლენა დასაქმებაზე ასაქმებაზე, შემოსავლებსა ემოსავლებსა და სიღარიბის იღარიბის დონეზე საქართველოში აქართველოში 2020. 4. https://forbes.ge/2021-tsels-thbiliss-gareth-sastumroebis-70-ith-adgilobrivi-turistebi- sargeblobdnen/?fbclid=IwAR3b7FKNB9qXnqrwImSKOiuBXVWcB2wjeZOXyxASW77x91JaXTLJ xemTa8 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები 4(02), 2022 164 Recovery of the tourism sector after the pandemic Manana Shalamberidze Akaki Tsereteli State University. Academic Doctor of Technology. Associate Professor Abstract The pandemic crisis has hit the tourism industry hardest, but it turns out that the tourism sector has many years of experience in adaptation and response. The tourism sector has shown the way to find solutions that will attract tourists to the tourism industry, increase market share, increase profits. As a result of the analysis of Georgia's tourism potential, it is possible to make a forecast for the recovery of the tourism sector, in particular. After the crisis caused by the pandemic, the tourism sector is gradually recovering. By 2024, certain results will be fully achieved. At present, a very small part of it is mastered, which gives us the opportunity to reduce the impact of factors that hinder the intensive and intensive development of tourism by taking real measures, as a result of active effective policy development, and minimize them as much as possible. Some of these impediments are objectively outside the country's sphere of influence, while the rest of the problems depend entirely on the country's efforts. First of all, the Georgian tourism market should be properly advertised on the international market. In addition, a security guarantee system for foreign and local tourists should be established. keywords. Pandemic, tourism potential, tourism sector